ივნისში საქართველო ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის ღონისძიებას უმასპინძლებს

ივნისში საქართველო ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის ღონისძიებას უმასპინძლებს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით 2024 წლის 12-13 ივნისს, თბილისში, EBRA -ს გენერალური ასამბლეა და ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად მიღებულმა “მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის იმპლემენტაციამ და სარეგისტრაციო პრაქტიკამ განსაკუთრებული დაინტერესება დაიმსახურა. შედეგად, 2024 წლის ევროპის ბიზნეს რეესტრების ასოციაციის ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს.

EBRA-ს გენერალური ასამბლეაზე მონაწილეობას ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის წევრი ქვეყნებისა და ორგანიზაციების 150-ზე მეტი დელეგატი მიიღებს.

“საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სამუშაო ვიზიტით ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის (EBRA) დელეგაციას უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დაგეგმილი კონფერენციის დეტალები – ინფორმაცია კონფერენციის ძირითადი პროგრამის, სოციალური ღონისძიებების, კონფერენციის ვებგვერდისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების შესახებ.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – დავით დევიძე, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ასევე, ევროპის ბიზნეს რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის (EBRA) მმართველი საბჭოს წევრი – მარკო ვიანელო, EBRA-ის ძირითადი გუნდის წევრი, მდივანი – კიარა გაფური.

ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაზე საქართველო წარადგენს ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით არსებულ მიღწევებს – გამარტივებულ პროცედურებს, რომლებიცელექტრონულ სერვისებზე დაფუძნებულია”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაცია (EBRA) ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ქვეყნების 42 რეესტრს აერთიანებს და ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…